შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზებზე ისაუბრა.
საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობასა და მისი გაგრძელების აუცილებლობას.
პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში ევროკავშირისა და საფრანგეთის ჩართულობისა მნიშვნელოვან როლზე.
თავის მხრივ, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს.