ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

13 აპრილი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ქრისტიან ურსეს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით განხორციელებული ნდობის აღდგენის პროექტების და მათი გაგრძელების მნიშვნელობას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ასევე განიხილეს ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხი.