შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს ასტრიდ თორსს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია დასამოქმედო გეგმა გააცნო, ასევე ისაუბრა უმცირესობათა ინტეგრაციის კუთხით არსებული შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
პაატა ზაქარეიშვილმა ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ გალისა და ახალგორის რაიონებში გადაადგილების თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვებთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს, 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას, საქართველოს მიერ „რეგიონული ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ ხელმოწერისა და რატიფიცირების ვალდებულების შესრულების პირობები.
სახელმწიფო მინისტრმა ასტრიდ თორსს მადლობა გადაუხადა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფოსტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე“ მუშაობისას, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გაწეული ექსპერტიზისთვის.