შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს "ჩარშამა სარსალეს" დღესასწაულს ულოცავს.
"საქართველოს ეზიდებს ვულოცავ ამ უძველეს დღესასწაულს, რომელიც ახალი წლის, ახალი სიცოცხლის მაუწყებელია. გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიუხვის მომტანი თითოეული თქვენგანისათვის", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
"ჩარშამა სარსალე" ეზიდთა უმთავრესი დღესასწაულია და ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. იგი განახლების, გაზაფხულის დადგომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა.