შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს „ფესახის“ დღესასწაულს ულოცავს.
"გილოცავთ „ფესახის“ დღესასწაულს, რომელიც ებრაელი ხალხის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. ებრაელებს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია აქვთ. მათი თვითმყოფადობა, კულტურა და რელიგია ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია. მინდა გისურვოთ მშვიდობა, წარმატებები და ბედნიერი მომავალი",- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
„ფესახი“ ებრაული და სამარიული დღესასწაულია, რომელიც ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნას ეძღვნება.