
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნილ სკოტს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ნილ სკოტს ნდობის აღდგენის პროექტების მიმდინარეობა გააცნო.
ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერო-ს ეგიდით მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაში გაეროს ჩართულობისა მნიშვნელოვან როლზე და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილ სკოტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერო-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.