პაატა ზაქარეიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

25 მაისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს შეხვდა.

სახელმწიფომ მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ გადაადგილების თავისუფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ასევე, პაატა ზაქარეიშვილმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 19 მაისს ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.

სახელმწიფო მინისტრმა ლამბერტო ზანიერს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრვი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.