სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა

25 მაისი 2016
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ 25 მაისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გაფართოებული სხდომა გამართა.
სხდომაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სახელმწიფო უწყებათაშორისმა კომისიამ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიში წარუდგინეს.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გახსნა.