პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადანის თვის დაწყებას ულოცავს

6 ივნისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამადანის თვის დადგომას ულოცავს.
“გილოცავთ წმინდა რამადანის თვის დაწყებას. ეს წმინდა თვე ყოფილიყოს თქვენთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთლდღეობის მომტანი. ისლამი ჩვენი სახელმწიფოს მრავალკონფესიური კულტურის განუყოფელი ნაწილია და ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
წმინდა რამადანის თვე დღეს იწყება და ერთი თვე გაგრძელდება.