პაატა ზაქარეიშვილი 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრო

14 ივნისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ვაკე-საბურთალოს გზაზე, 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო.

პანაშვიდი უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ გადაიხადა.

„ამ მსხვერპლს არანაირი გამართლება არ ჰქონდა. სტიქიური უბედურებები ხდება და მომავალშიც მოხდება. მსხვერპლისგან არ ვართ დაზღვეულები, მაგრამ ამას ხელს არ უნდა უწყობდეს ადამიანების მიერ განხორციელებული უგუნური პოლიტკა. სამწუხაროდ, ადამიანის წინდაუხედავმა ჩარევამ ბუნებაში გამოიწვია, ის რომ სტიქიას ამდენი ადამიანი შეეწირა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა პანაშვიდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთნ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელის 13-14 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.