შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ახალქალაქში, ალექსანდრე რონდელის სახელობის ფონდში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, თემის ლიდერებთან და ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა თინა ღოღელიანმა დამსწრეებს გააცნო სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აპარატის საქმიანობა, ასევე ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ეთნიკური უმცირესობების განათლების, ასევე პოლიტიკურ და საზოგადოებაში ცხოვრებაში ჩართულობისა და მედიის ხელმისაწვდომობის საკითხებით.
შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.