შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამადანის დღესასწაულს - "იდ-ალ ფიტრს" ულოცავს.
„გილოცავთ წმინდა რამადანის თვის დასრულებას. ეს დღესასწაული ყოფილიყოს თქვენთვის მშვიდობის, წარმატებისა და კეთლდღეობის მომტანი. ისლამი ჩვენი სახელმწიფოს მრავალკონფესიური კულტურის განუყოფელი ნაწილია და ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი აღმსარებლობის ღირსეულად განხორციელების საშუალება. საქარათველო ისტორიულად მრავალრელიგიური ტრადიციების ქვეყანაა, სადაც პატივს სცემენ ერთმანეთის მრწამსსა და აღმსარებლობას“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მოევლინა სამყაროს.