შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გამართულ სესიაზე უსაფრთხოების მთავარ გამოწევევაზე - რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სესიაზე „თანამედროვე უსაფრთხოების არქიტეტქტურა, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომლის მოდერატორიც იყო ამავდროულად, დამსწრეებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო. ასევე, ისაუბრა ადამიანური უსაფრთხოების განზომილებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათასობით ადამიანის დარღვეულ უფლებებს, მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ყოველდღიურ შეზღუდვებს უკავშირდება.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა დევნილების ღირსეულად დაბრუნებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობაზე.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის მოხსნების დაწყებამდე სესიაზე ნაჩვენები იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული მოკლემეტრჟიანი ფილმი, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილების ყოველდღიურ ყოფას. ასევე, ნაჩვენები იყო მავთუხლრთებისა და ხელოვნური ბარიკადებით გამოწვევული პრობლელები, რომელიც ორივე მხარს მცხოვრებ მოსახლეობას ცხოვრებას ყოველდღიურად უმძიმებს.
სესიაზე მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე და საპასუხო ნაბიჯებზე, სადაც რუსული აგრესია და ჰიბრიდული ომის წარმოება მათი მხრიდან ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, ხოლო გადაუჭრელი კონფლიქტები ევროკავშირის სამეზობლოში რუსეთის ხელში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად დასახელდა.