შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, თბილისის საკრებულოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ვუსამძიმრებთ საფრანგეთის მოსახლეობას და ყველა იმ ადამიანის გვერდით ვდგავართ, ვინც 14 ივლისს ქალაქ ნიცაში მომხდარი საშინელი ტერორისტული აქტის დროს საყვარელი ადამიანი დაკარგა. ჩვენ ვლოცულობთ მათი სულებისთვის. დღეს, ყველა გაერთიანებული ვართ ტერორიზმის შიშის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ეს მსოფლიო უკეთესი გახდეს, რათა ჩვენმა შვილებმა უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ“, - ნათქვამია ქეთევან ციხელაშვილის მიერ სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, ნიცაში ტერაქტის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს და მწუხარებას გამოთქვამს.