სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მარნეულში შეხვედრა გამართა

22 ივლისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები მარნეულის, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თემის ლიდერებს, სოფლის რწმუნებულებს და მასწავლებლებს შეხვდნენ.

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა დამსწრეებს სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა, აპარატის მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს. ასევე, მოეწყო სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.