შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სამშვიდო პოლიტიკაზე, მის შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე ესაუბრა.
ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ნდობის აღდგენის პროექტების გაგრძელების მნიშვნელობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.
„დეოკუპაციის მიზნების პარალელურად, ჩვენი მთავარი ამოცანაა შერიგება და ნდობის მშენებლობა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ჩვენ უნდა შევთავაზოთ მეტი სარგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, განვახორციელოთ კიდევ უფო მეტი ნდობის მშენებლობის პროექტები ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით.
რუსეთის აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და დე ფაქტო ანექსიას, რაც ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით დამატებით გამოწვევებს ქმნის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის და დევნილებისთვის“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ამბასადორიალზე ასევე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის მიმდინარეობას, რომელსაც ხელმძღვანელობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ცენტრალურ თემად კვლავ რჩება დევნილების დაბრუნების საკითხი. ასევე, სხვა ჰუმანიტარული საკითხები, როგორიცა ადამიანის უფლებები, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე სწვლის უფლების შეზღუდვა.
„სამწუხაროდ მეორე მხარე დევნილების დაბრუნების საკითხს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებენ, თუმცა მიუხედავად ამის, ეს თემა რჩება საკვანძო საკითხად და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საკუთარ სახელებში ღირსეულად დაბრუნების უფლება. ჩვენ შევძელით და ევროპულ გზაზე დავდექით მყარად. ვინარჩუნებთ სტაბილურობასა და ვგადვართ ეკონიმიკური განვითარების გზაზე, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს, რომელიც უნდა შევთავაზოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. ეს ყველაფერი კი არის სწორედ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გასაღები“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ასევე, ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესის გაზრდაზე დანარჩენ საქართველოს მიმართ, განსაკთრებით კი ჯანდაცვის სერვისების, ვაჭრობისა და განათლების მიმართულებით.