სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საგრეჯოში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

28 ივლისი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საგრეჯოში მოსახლეობასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სოფლის მეურნების სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე სიახლეები გააცნეს.

კერძოდ კი, საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებასთან დაკავშირებულ პოზიტიურ ცვლილებებს, რომლის მიზანი ფერმერების საქმიანობისთვის ხელშეწყობაა.

შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით განხორციელებული ცვლილებები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.