შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში აშუღური ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწის ჯივანისადმი (სერობ სტეფანის ძე ლევონიანი) მიძღვნილ დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა.
სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სოფელ კარწახში აშუღი ჯივანის სახლ-მუზეუმის გახსნის ცერემონიას და კონცერტს დაესწრო, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებსა და თემის უხუცესებს შეხვდა.
ღონისძიების ფარგლებში პეტრე კანკავამ ასევე, შეხვდრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილესთან, არტურ პოღოსიანთან, რომელიც დღესასწაულს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.