შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაეროს განვითარების პროგრამების ახალ ხელმძღვანელს, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით კურტმოლა აბდულგანიევს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს აფხაზეთის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარება გააცნო. კერძოდ, ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვაზე.
სახელმწიფომ მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, მათ შორის დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაეროს განვითარების პროგრამების ფარგლებში ნდობის მშენებლობის პროექტების განხოციელებას.
თავის მხრივ კურტმოლა აბდულგანიევმა სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.