ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

12 სექტემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს გილოცავთ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს. ისლამი ჩვენი მრავალკონფესიური სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, ეს მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა. გისურვებთ, რომ ეს დღესასწაული ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის სიმშვიდის, კეთილდღეობისა, სიკეთისა და წარმატებების მომტანი“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ყურბან-ბაირამი ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება და რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.