რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 8 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის სტატია „ევროპამ უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რეგიონში“ გამოქვეყნდა.
სტატიაში სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, როგორც ამას ხშირად უწოდებენ, იმ ათასობით ოჯახისთვის, ვისთვისაც მოუგვარებელი კონფლიქტი და განგრძობითი ოკუპაცია ყოველდღიურად მძიმე ტვირთს წარმოადგენ.
სტატიაში ქეთევან ციხელაშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინტენსიური რუსიფიკაციის პროცეს და ამას დღითიდღე აცნობიერებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა, ხოლო ამას პრობლემის სახით ყოველდღიურად აწყდებიან გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახები.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ხუთს მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს, რაც რუსეთის პოლიტიკის ილუსტრაციაა. ამიტომ, აუცილებელია ევროპის მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხში, არა მხოლოდ საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და მდგრადი მშვიდობისათვის. ჩვენი პოლიტიკა არის სამშვიდობო და ვცდილობთ, რომ შერიგების გზით დავიბრუნოთ ხალხი და არა მხლოდ ტერიტორია. მზად ვართ გავუზიაროთ მეტი სარგებელი, გადავდგათ უფრო დინამიური ნაბიჯები, იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სიახლეები და ახალი შესაძლებლობების გაზიარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავრი გასაღებია ევროპული განვითარებაა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ გზაზე შევძლოთ პროგრესის ჩვენება, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, როგორც არსებითი გზავნილი საქართველოს მხრიდან ევროპული კურსის ერთგულებისა“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: