შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფერენციაში „ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება - საინფორმაციო ომის საპასუხოდ“ მიიღო მონაწილეობა.
ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდის დაძლევის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას განსაკუთრებული როლი აქვს ნდობის მშენებლობისა და სამშვიდობო პროცესში.
შეხვედრა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის მონაწილე ქართველი და უცხოელი ექსპერტები პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის როლზე მსჯელობენ.
ღონისძიება GLOBSEC Policy Institute-ის მიერ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოს პროგრამა SPS (Science for Peace and Security) -ის მხარდაჭერით ხორციელდება.