შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს "როშ ჰაშანა"-ს დღესასწაულს ულოცავს. ,,გილოცავთ ,,როშ ჰაშანა“-ს - ახალი წლის დადგომას. ეს წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატებების მომტანი. მნიშვნელოვანია ის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ხალხებს აკავშირებს და ჩვენთვის დიდი პატივია მივულოცოთ ებრაელ ხალხს ეს დღესასწაული", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. "როშ ჰაშანა"-ს დღესასწაული 3 ოქტომბერს აღინიშნება. იგი ახალი წლის დაწყების მაუწყებელია.