შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„მე არჩევანი გავაკეთე ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის, ევროპული განვითარების და კეთილდღეობის პერსპექტივისთვის, დაცული ადამიანის უფლებების, ღირსების და და თავისუფლებისთვის. რაც ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - მე გავაკეთე არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების და გამთლიანების პერსპექტივისთვის,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.