ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი "ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო" გრძელდება

10 ოქტომბერი 2016
ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი "ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო" გრძელდება.

კონკურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მიმდინარეობს.

კონკურსში მონაწილოება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფოტონამუშევარი უნდა ასახავდეს საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფის ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, თანაცხოვრებას. ფოტოს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მეგაბაიტს. თითოეული კონკურსანტისგან შესაძლებელია 3 ფოტოს მიღება.

კონკურსში მონაწილეობისთვის ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 6 ნოემბერი. გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათგან ერთი აპარატის Facebook გვერდზე დაფიქსირებული მოწონებების საშუალებით, ორს კი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ასევე, მოეწყობა 13 საუკეთესო ფოტოს გამოფენა და ამავე ფოტოების გამოყენებით დაიბეჭდება 2017 წლის სამაგიდო კალენდრები.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მისამართზე: press@smr.gov.ge
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.