ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ დასრულდა. ჟიურიმ შეარჩია 13 საუკეთესო ფოტო.
გამარჯვებული ფოტოებია: ბავშვთა აზერბაიჯანული ანსამბლის სოლისტი, ავტორი ალა ბეჟენცევა; „მომავლის სახლის“ აღსაზრდელების ნამუშევრები, ავტორი არმენ გრიგორიანი; სოფელი გორელოვკა, ავტორი ბორის კარსლიანი; ბავშვი ბაირამის სადღესასწაულო ლოცვაზე ბათუმში, ავტორი ედო მჟავანაძე; ბოლო ზარი სოფელ მარადისის სკოლაში, გიორგი დუნდუა; სომეხი ახალგაზრდები ავლაბარში, ინგა ამირხანიანი; სოფელი გორელოვკა, ავტორი გვანცა ირიაული; სომხური პურის ცხობა, ავტორი კრისტინა მარაბიანი; ბაზარი გარდაბნის ცენტრში, აზერბაიჯანელი მამაკაცები გარდაბანში ავტორი ლალი შენგელია, ბავშვები სოფელ ქუმურდოში, ავტორი ნინო კილაძე; ხელოსანი, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი; პორტრეტი, ავტორი შუშან შირინიანი; ბოშა ბავშვი სოფელ გაჩიანში, ავტორი თამარ ლუკავა.
USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით გამარჯვებულებს გადაეცემათ სასაჩუქრე 500 ლარიანი ვაუჩერები. ისინი მიწვეულნი იქნებიან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს - 16 ნოემბერს გაიმართება. მიღებაზე მოეწყობა საუკეთესო ფოტოების გამოფენა. ამავე ფოტოების გამოყენებით ასევე, დაიბეჭდება 2017 წლის სამაგიდო კალენდრები.
ჟიურის შემადგენლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრის აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები შედიოდნენ.