ქეთევან ციხელაშვილი ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

13 ნოემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილმა ლტოლვითა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სვენდ მონრად გრაუნბოელი და აფხაზეთის რეგიონში ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროგრამის ხელმძღვანელი ვინსენტ დონტონი მიიღო.
შეხვედრაზე აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს, რომელსაც ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. ქეთევან ციხელაშვილმა საბჭოს მიერ განხორციელებული სამუშაოებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმრებს მადლობა გადაუხადა.