შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის პირველკლასელებთან შეხვედრა გაიმართა.
აპარატის თანამშრომლებმა პირველკლასელ მოსწავლეებს ფოლკლორულ-შემეცნებითი ხასიათის საბავშვო ლიტერატურა გააცნეს. თავის მხრივ, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, ასევე შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
შეხვედრის დასასრულს აპარატის თანამშრომლებმა პირველკლასელებს საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადასცეს საჩუქრად.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს გაეროს ასოციაცია.