შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების თივის, ჩანტლისყურისა და სარუსოს საჯარო სკოლების პირველკლასელებთან შეხვედრა გაიმართა.
აპარატის თანამშრომლებმა მოსწავლეებს ფოლკლორულ-შემეცნებითი ხასიათის საბავშვო ლიტერატურა გააცნეს. თავის მხრივ, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები ქართულ და ხუნძურ ენებზე. მათ, ასევე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
შეხვედრის დასასრულს აპარატის თანამშრომლებმა სკოლების ბიბლიოთეკებს წიგნები, პირველკლასელებს კი საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადასცეს საჩუქრად.
ღონისძიება აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.