ქეთევან ციხელაშვილი ანა კაპელოს შეხვდა

24 ნოემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკულ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს ანა კაპელოს შეხვდა.
შეხვედრაზე ევროსაბჭოს მიერ ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.
ქეთევან ციხელაშილმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში ევროსაბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი შეფასებით, ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული ინიციატივები ხელს უწყობს შერიგებასა და ნდობის აღდგენას.