შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ იანოშ ჰერმანს შეხვდა.
ელჩმა ქეთევან ციხელაშვილს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო ხედვები განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში ევროკავშირის როლი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (
EUMM) საქმიანობის, ნდობის აღდგენის მიმართულებით ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა.