შეხვედრა სოფელ კასრისწყალის სკოლის მოსწავლეებთან

9 დეკემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.
აპარატის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ფოლკლორულ-შემეცნებითი ხასიათის საბავშვო ლიტერატურა გააცნეს.
შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები და მოსწავლეებს საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადასცეს საჩუქრად.
სახელმწიფო აპარატს ღონისძიების ორგანიზებაში ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს გაეროს ასოციაციამ.