შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 19 დეკემბერს ბერლინში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„შეძრული ვართ და ვგმობთ ამ საშინელ სისასტიკეს და ძალადობას. ვუსამძიმრებთ და ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელს გერმანიას. ტერორიზმი არის საფრთხე ყველასთვის და ჩვენ ერთად ვებრძვით ამ საფრთხეს“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.