შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - „სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პრ

23 დეკემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში - „სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე სამშვიდობო პროცესები - არსებული ვითარება და გამოწვევები.“
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს, სახელმწიფოს მხრიდან მათთვის შეთავაზებულ პროგრამებსა და სერვისებს, ასევე შერიგებისა და ნდობის აღდგენის კუთხით გადადგმულ და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებს.
 
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების და აღნიშნულ პროცესში გამყოფი ხაზით დაშორებული ახალგაზრდების ჩართვის მნიშვნელობას.