სახელმწიფო მინისტრის საშობაო მილოცვა

24 დეკემბერი 2016
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს მაცხოვრის შობას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს.

„თითოეულ თქვენგანს გულითადად ვულოცავ შობის დღესასწაულს. მსოფლიოში და საქართველოში ამ დღეს ბევრი ოჯახი განსაკუთრებულად აღნიშნავს. გისურვებთ, რომ ეს დღე ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი. საქართველოში ადამიანებს აქვთ აღმსარებლობის თავისუფლება, სხვადასხვა რელიგია მშვიდობიანად თანაცხოვრობს. ეს ჩვენი უნიკალური მონაპოვარია და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, გავაგრძელოთ ზრუნვა, რომ ყველა მოქალაქეს თანასწორი და თავისუფალი გარემო ჰქონდეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.