ქეთევან ციხელაშვილი „სურბ გევორგის“ ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

6 იანვარი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „სურბ გევორგის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. მან სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა.
„ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს ქრისტეშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, ეს ქრისტიანულ სამყაროში განსაკუთრებული დღესასწაულია. მინდა, ვუსურვო მათ მშვიდობა, წარმატება, კეთილდღეობა ოჯახებში, მთლიანად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი სახელმწიფო გააგრძელებს ძალისხმევას, რომ ჩვენი ყველა თანამოქალაქე განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა. სამშობლოში თავს გრძნობდეს თანასწორად, დაცულად, ჰქონდეს საკუთარი იდენტობის და აღმსარებლობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. ეხლა ვიმყოფებით უბანში, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი, სადაც თავს იყრის ამდენი რელიგია, კულტურა, ეს არის ჩვენი ისტორიის ცოცხალი მემატიანე და საამაყოა ჩვენი თანამედროვეობისთვის“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

სადღესასწაულო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმაეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.