სახელმწიფო მინისტრის საშობაო მილოცვა

7 იანვარი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოში ყველა მართლმადიდებელს ამ უდიდეს დღესასწაულს, განსაკუთრებით კი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთ, მათ შორის აფხაზებსა და ოსებს. მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში განსაკუთრებული დღესასწაულია. ის საწყისია ახალი სიცოცხლისა, მომავლის იმედისა და სულიერი განახლებისა. მინდა, გისურვოთ, თქვენს გულებში შემოსულიყოს ეს იმედი და მომავლის რწმენა. მე მჯერა, რომ ეს მომავალი იქნება მშვიდობიანი, ერთიან ევროპულ საქართველოში, რომელშიც დაცული იქნება ყველა ადამიანის უფლებები, იდენტობა, ყველა ეთნოსის კულტურა და აღმსარებლობის თავისუფლება“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობას 7 იანვარს აღნიშნავს.