ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა

18 იანვარი 2017
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 73-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები, გადაადგილების თავისუფლების, ასევე უკანონო დაკავებების საკითხები დააყენეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნა მისი გათავისუფლების შესახებ.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 3 თებერვალს გაიმართება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ.