ქეთევან ციხელაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

18 იანვარი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ლატვიის ელჩს იანის ზლამეტსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიდგომებსა და ნაბიჯებზე ისაუბრა. მან ელჩს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
იანის ზლამეტსი, ასევე, დაინტერესდა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკითა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო პროგრამებით. მან აღნიშნული მიმართულებით ლატვიის გამოცდილებაზე ისაუბრა.
ქეთევან ციხელაშვილმა ლატვიის მხრიდან მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის ელჩს მადლობა გადაუხადა. მხარეებმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.