შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით შემნილი ვითარების შესახებ. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებზე ევროპის საბჭოს სრულყოფილად ინფორმირება, რამდენდაც გრძელდება გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობას. ევროპის საბჭო ასევე აქტიურად არის ჩართული ომის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროექტებში და ამისთვის გენერალურ მდივანს მადლობა გადავუხადე. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრე ჩვენი სამშვიდობო ხედვისა და ამოცანების შესახებ,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ეთნიკური უმცრესობების წარომადგენელთა სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. ქეთევან ციხელაშვილმა და ტორნბიორნ იაგლადმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.