ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა 8 მთავარ ამოცანას ითვალისწინებს

2 თებერვალი 2017
სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები

საქართველოს ხელისუფლების ამოცანასა და კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიულ ხაზს მშვიდობიანი, მწყობრი, პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს, რაც ქვეყნის გამთლიანებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული;
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ქვეყნის დეოკუპაციას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებას. ამავე დროს უკავშირდება ერთიანი მომავლის ხედვას ერთიან ევროპულ საქართველოში, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები.
შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და ევროპული მოდელის სახელმწიფოს მშენებლობა არის კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი გასაღები.
მოუგვარებელი კონფლიქტი და არსებული ვითარება არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში არ შედის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სამშვიდობო პროცესმა შეიძინოს მეტი დინამიკა.
საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ინტერესი არის მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანასა და რეგიონში, რაც არ უნდა გაიგივდეს არსებული ვითარების სტაბილიზაციის მცდელობასთან. სწორედ კონფლიქტის მოგვარება არის მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია უფრო დინამიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შერიგებისა და ნდობის მშენებლობის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების, შექმნილი ვითარების ტრანსფორმაციისა და შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნისაკენ.
სამშვიდობო პოლიტიკა 8 მთავარ ამოცანას ითვალისწინებს. იხილეთ სრულად