ქეთევან ციხელაშვილი შვედეთის სამეფოს ელჩს მარტინა ქუიქს შეხვდა

21 თებერვალი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს მარტინა ქუიქს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი მოლი ლიენი და სააგენტოს წარმომადგენლები.

განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი ამოცანები და ხედვები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ახალგაზრდების გაძლიერების, უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.