პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 73 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა გახსნა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეკრებილებს მიესალმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა. მან აღნიშნა, რომ 73 წლის წინანდელი დეპორტაცია იყო უმძიმესი ტრაგედია და ამ ტრაგედიაში ქართველები დეპორტირებულებს გვერდით დაუდგნენ.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ უხუცესები პანკისის ხეობიდან, დელეგაცია ინგუშეთიდან. გაიმართა ვიდეო-ხიდი ინგუშეთში მიმდინარე ანალოგიური ღონისძიებიდან. ასევე, შედგა ჰუსეინ ერკენოვის მიერ დეპორტაციის თემაზე რეჟისორ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ნაბრძანებია, მიეცეს დავიწყებას“ ჩვენება.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ვაინახი თემის ორგანიზებით გაიმართა.