შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კრისტიან მარტი ლანგს შეხვდა. შეხვედრაში სამინისტროს სხვა წარმომადგენლები და საქართველოში შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი მონაწილეობდნენ.
სტუმრები კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიდგომებითა და გადადგმული ნაბიჯებით დაინტერესდნენ. ქეთევან ციხელაშვილმა მათ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი ამოცანები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო.
სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიის წარმომადგენლებს ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი ვითარების შესახებ. მან სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.