საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს იეზიდ მოსახლეობას კლოჩე სარე სალეს დღესასწაულს ულოცავს.
„საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს გულითადად ვულოცავ ახალი წლის დღესასწაულს – კლოჩე სარე სალეს. ეს მნიშვნელოვანი დღე, რომელიც შუამდინარეთის უძველეს დღესასწაულს წარმოადგენს და გაზაფხულის დადგომის, აღორძინების, რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა, თქვენი ოჯახებისთვის ყოფილიყოს მშვიდობის, სიხარულის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, ჩვენ ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ, მშვიდობიან და განვითარებულ სახელმწიფოს", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
„კლოჩე“ ნამცხვარს ნიშნავს, ხოლო „სარე სალე“ – წლის დასაწყისს. ამ დღესათან დაკავშირებით ეზიდთა ოჯახებში კლოჩს, ანუ საახალწლო ნამცხვარს აცხობენ, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული, დილით კი ნამცხვარი შვიდი წმინდანის და ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. თუკი ნამცხვრის დაჭრის შემდეგ მძივის ბურთულა წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდა, ეზიდებს სჯერათ, რომ ეს წმინდანი მთელი წელი მათი მფარველი იქნება, ხოლო თუ ბურთულა ოჯახის წევრის ნაჭერში იყო, ის მთელი წლის მანძილზე ოჯახის მეკვლედ ითვლება.