პეტრე კანკავამ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

8 აპრილი 2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

პეტრე კანკავამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა, ასევე გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, უკანონო დაკავებებზე და გადაადგილების თავისუფლების პრობლემაზე ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი. აღინიშნა, რომ ე.წ. რეფერენდუმი სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და არალეგიტიმურია.

შეხვედრის თემა ასევე იყო ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საგანგებო დავალებათა ელჩი ადამიანის უფლებების საკითხებში ირაკლი გივიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და მრჩეველი თორნიკე დვალი.

საინფორმაციო შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, რიგითი მოქალაქეები.

შეხვედრა პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.