შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს "ჩარშამა სარსალეს" დღესასწაულს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ ამ უძველეს დღესასწაულს, რომელიც ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების მაუწყებელია. გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას. ეს წელი ყოფილიყოს ახალი წარმატებების საწყისი და კეთილდღეობის მომტანი თქვენი ოჯახებისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. “- აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.
"ჩარშამა სარსალე" ეზიდთა უმთავრესი დღესასწაულია და ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. იგი განახლების, გაზაფხულის დადგომისა და ნაყოფიერების სიმბოლოა.