შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს და ევროკავშირს შორის 2010-2017 წლების ასოცირების დღის წესრიგზე თბილისში გამართულ პირველ ფორმალურ კონსულტაციებში.
ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი წარიმართა თანამშრომლობის გარემოში. მხარეებმა განიხილეს დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებული ყველა კომენტარი, რომელთა უმრავლესობაზე შეჯერდა პოზიციები. მონაწილეთა ურთიერთშეთანხმებით, მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგის დროულად მიღების მიზნით.
„აღსანიშნავია, რომ ასოცირების დღის წესრიგში ცალკე თავი ეთმობა კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, რაც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ვისაუბრეთ აღნიშნული აქტივობების გაგრძელების შესახებ და შევთანხმდით კოორდინაციის გაზრდის აუცილებლობაზე“, აცხადებს პეტრე კანკავა
საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, ევროკავშირის მხრიდან კი - ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, დირკ შუბელი. შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები.
ასოცირების დღის წესრიგი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების განხორციელების ძირითად ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მხარეებს შორის შეთანხმებულ სამოქმედო პრიორიტეტებს.