პეტრე კანკავამ ახალქალაქის სკოლებში „ბოლო ზარის“ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

19 მაისი 2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალქალაქის საჯარო სკოლებში „ბოლო ზარის“ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სკოლის დამთავრება პეტრე კანკავამ ახალქალაქის პირველ სომხური სკოლის და მესამე ქართული სკოლის მეთორმეტეკლასელებს მიულოცა.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თქვენს ცხოვრებაში და წინ უამრავი წარმატება გელით. სახელმწიფო მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რომ თქვენ ხარისხიანი განათლების მიღება და შემდგომში დასაქმება შეძლოთ. სწორედ ამისთვის არის გამიზნული პროგრამა „1+4“. ამ პროგრამის მონაწილეები ჩვენს აპარატში და სხვა სახელმწიფო უწყებებში ამჟამად სტაჟირებას გადიან და ეს არის შესანიშნავი პერსპექტივა მათი პროფესიული განვითარებისა და წარმატებული მომავლისთვის. ვისურვებდი, თქვენც მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც სახელმწიფო გთავაზობთ და ღირსეული წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა პეტრე კანკავამ.

სკოლის მოსწავლეებმა „ბოლო ზარზე“ მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.