ქეთევან ციხელაშვილი: „არ მოდუნდება ჩვენი ძალისხმევა, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ იქნება დასჯილი“

20 მაისი 2017
„არ მოდუნდება ჩვენი ძალისხმევა, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ იქნება დასჯილი“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.

„გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ეს არის უდიდესი ტრაგედია ოჯახისთვს და ამ საზარელმა დანაშაულმა მთელი საზოგადოება შეძრა. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა გიგას ოჯახის მიმართ. რთულია, რამით ანუგეშო მისი ოჯახის წევრები, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა არ მოდუნდება, ვიდრე გიგა ოთხოზორიას მკვლელი სათანადოდ არ იქნება დასჯილი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოლაპარაკებების ყველა ფორმატში’, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.